7.11.2011

უშედეგო ვიზიტი პარდუბიცეში

ჩემმა სტაჟირებამ ჩეხეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქუშკაში გადმომისროლა. ცეკვის ანსამბლზე ვწერ, ხოდა მითხრეს პარდუბიცეში გამოვდივართო (პრაღიდან 100 კმ მოშრებით).

“გამოვიპრანჭე” აქაოდა თეატრში მივდივარ-თქო. მატარებლით ყოველთვის მიყვარდა მგზავრობა, ხოდა 2:30-ზე ბაქანზე ჩამომდგარ მატარებელში ამოვხტი და საათს სულმოუთქმელად ვუყურებდი. დავიძარით და სადღაც ერთ საათში პარდუბიცეში ჩამოვხტი.

Bakuna_1392სადგურში საინფორმაციო ცენტრის ეშედეგოდ ძიებისა, სალაროს მივადექი და ცენტრში როგორ გავიდე-თქო ვიკითხე. ცენტრი კი არა, ისიც კი არ ვიცოდი სად იყო წარმოდგენა, რადგან ანსამბლის ხელმძღვანელმა [როგორც ჩვევიათ ხოლმე] იმეილზე არ მიპასუხა.

სალაროში რუქა მომცეს და მითხრეს ცენტრი 500 მეტრშიაო. ფეხით გასეირნება გდავწყვიტე, თან ქალქსაც ვნახავ-თქო. გზაში ყველა აფიშის სტენდთან ვჩერდებოდი იქნებ ესე გამერკვია სად იყო წარმოდგენა. მაგრამ უშედეგოდ...

Bakuna_1362

რუქაში თავჩარგული მივაბიჯებდი, როდესაც ჩეხურად “ხომ არ გინდა დაგეხმარო?” მომესმა. თავი ავწიე, იქნებ ვინმე სიმპატიური ბიჭია-თქო. იმედ გაცწურუებულმა “ჩეხურად არ ვლაპარაკობ” ვუთხარი და გამოვიარე..

ქალაქში ბევრი ველოსიპედით მოძრაობს, რასაც პრაღაში ვერ ნახავ. ყველგან სადაც გავიხედე ველოსიპედი ეყენა..
საყვარელი ქალაქია, პატარა და ეფექტური. ტრამვაების მაგივრად, ტროლეიბუსები დადიან. რაღაც ძველი თბილისიც კი გამახსენა..Bakuna_1367

საინფორმაციო ცენტრს მივადექი. დახლს უკან საყვარლად მომღიმარმა ბიჭმა რუქა გადმომიღო და ახსნა დაიწო თუ სად ტარდებოდა ის პერფორმანსი რასაც მე ვეძებდი. “დღეს გეგმაში ორი წარმოდგენაა, ერთი ე.წ. სასახლეში, რომელიც 6-ზე იწყება და მეორე..” აღარ დავამთვარებინე და პროგრამა თუ იცი-თქო ვკითხე. მოკლედ, აღმოჩნდა რომ მეც ამ სასახლეში უნდა მივსულიყავი.

Bakuna_1388
ჯერ 4:30 იყო. საოცრად მშიოდა, ამიტომ რესტორნის გარეთა მაგიდაზე დავჯექი და ფეტუჩინი შევუკვეთე [მაკარონის ერთერთი სახეობა, ქათმით, ბეკონით, სოკოთი, ყველით და უმაგრესი სოუსით]. საკმაოდ დიდი ულუფა და თან გემრიელი აღმოჩნდა.

სადღაც 5:45-ზე უკვე სასახლესთან ვიყავი. შიდა ეზოში რომ შევედი, ჩამწკრივებული სკამები და ახლად დაგებული სცენა დავინახე. გავიკითხ-გამოვიკითხე და მითხრეს რომ სწორად მომიგნია.

Bakuna_1413ცოტა არ იყოს და გული დამწყდა. ამის გამო რომ ჩამოვედი. ანსამბლმა 10 წუთი იცეკვა, შემდეგ ჟონგლიორი ართობდა თავმოყრილ საზოგადოებას. ძალიან სასცილო და ხალისიანი ტიპი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მესმოდა რას ესაუბრებოდა ხალხს, მიმიკებითა და სხეულის ენით ვხვდებოდი რას ამბობდა.

თუმცა რაც მნიშნვნელოვანი იყო, მოცეკვავეები ინტერვიუზე დავიტანხმე და მომდევნო კვირას შეხვედრა ვთხოვე.



Bakuna_1440
უკვე მატარებელში ვარ, პრაღისკენ საოცრად დაღლილი და იმედ გაცრუებული მივდივარ..

0 comments:

Post a Comment